aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარშანიას ახალი ინიციატივა: დევნილს დახმარება ქვეყნის სამი თვით დატოვების შემთხვევაში შეუჩერდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია ინიციატივით გამოდის, რომ დევნილს დახმარება ქვეყნის სამი თვით დატოვების შემთხვევაში შეუჩერდეს.

ადა მარშანიამ შესაბამისი ცვლილებები „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონში მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

მარშანია განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, დევნილს დახმარება ქვეყნის ორი თვით დატოვების შემთხვევაში უწყება, რაც პრობლემებს წარმოშობს.

„საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეები სეზონურ სამუშაოებზე მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, მათ შორის დევნილი მოსახლეობაც. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი არსებობს, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს, ხშირია დევნილის დახმარების შეწყვეტის შემთხვევები დევნილი პირების მიმართ კანონით დათქმული ორთვიანი ვადის დარღვევის გამო“, – განმარტავს მარშანია.

დეპუტატის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 10 000-ს შეადგენს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც ორ თვეზე მეტი ვადით და არაუმეტეს სამი თვით ქვეყნიდან გასვლის გამო, დევნილთა დახმარება უწყდებათ.

იტვირთბა....