aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულიდან ბოლო ორ დღეში სარეალიზაციოდ 250 ტონამდე ბოსტნეული გაიტანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებას რამდენიმე კომპანია ახორციელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სარეალიზაციოდ დაახლოებით 250 ტონა ბოსტნეული გაიტანეს; პროდუქტის ჩაბარების პროცესს სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ.

პროდუქციის ჩაბარებისას დაცულია სოციალური დისტანცია, ადგილობრივებს დაურიგდათ პირბადეები.

შეგახსენებთ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხორცილდება.

 

იტვირთბა....