aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მარია ზახაროვას შეფასებით, გოლანის სიმაღლეების ისრაელისადმი მიკუთვნება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით,  დონალდ ტრამპის მიერ გოლანის სიმაღლეების ისრაელისადმი მიკუთვნება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორიის მფლობელობის საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1981 წლის რეზოლუციით არის განსაზღვრული.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, აშშ-მ სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე.

როგორც მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, აღნიშნული საკითხი ისრაელისთვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

იტვირთბა....