aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სად ჩატარდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა თბილისის ქუჩებში არ ჩატარდება.  ამის პარალელურად შსს ირწმუნება, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება ძალაში რჩება და ის დაგეგმილის შესაბამისად, 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება.

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქუჩებში) ჩატარება იგეგმება 2018 წლის პირველი ნახევრიდან. რაც შეეხება აღნიშნული გამოცდის თბილისის ქუჩებში ჩატარებას, დედაქალაქის არც ერთ ქუჩაზე არ იგეგმება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს წერილში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში გადასვლის შემდეგ, თბილისისა და რუსთავის ქუჩებში უნდა ჩატარებულიყო. ამ მიზნით რუსთავში კონკრეტული ქუჩები შსს-ს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეარჩია, დედაქალაქში კი შესაბამისი ქუჩების განსაზღვრაზე მუშაობა მიმდინარეობდა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....