aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამათმავლობა, უზნეობა და ნარკომანია ეკლესიაში”: იღუმენია თამარ გამყრელიძე სინოდის კრების შემდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე.

“ეკლესიაში კორუფცია, მამათმავლობა, უზნეობა, ნარკომანია, ძველბიჭობა და ა.შ. პრობლემა არ არის! სამაგიეროდ პრობლემაა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ვინც ამ ყველა უზნეობას ებრძვის!”- წერს იღუმენია.

მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს:

“ტელევიზია “ერთსულოვნებას” ვუსამძიმრებ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას!!!”

შეგახსენებთ, იღუმენია თამარ გამყრელიძემ რამდენიმე ხნის წინ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნავდა, რომ აბაშის გამგეობამ უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, როცა მათ მათივე ნაჩუქარი ავტომანქანა ჩამოართვა.

იტვირთბა....