aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

მამა შალვა: ახალგაზრდა და ჯანმრთელი ვარ, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი, აცრა გავიკეთო

მთელი ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ კორონიანთან მქონდა შეხება, თვითიზოლაციაში 5-ჯერ ვიყავი და ეს ვირუსი არცერთხელ არ დამიდასტურდა. ძალიან ბევრჯერ 100%-იან გადამდებებთან მქონდა კონტაქტი და ერთხელაც არ გადამედო ეს დაავადება. ამიტომ ამ ეტაპზე პირადად მე ვერ ვხედავ საჭიროებას რატომ უნდა გავიკეთო აცრა?! – აი, ათასი პროცენტით რომ უნდა გადამდებოდა, არ გადამდებია. სულ ხალხს ვემსახურები და სულ ღვთის მსახურებაში ვარ, ამიტომ რადგან ჩემს ორგანიზმს ეს იმუნიტეტი აქვს, რომ ვირუსი არ დამემართოს, (ამ ეტაპზე ასე ჩანს, ხვალ და ზეგ როგორ იქნება არ ვიცი…) ჩემთვის აცრის საჭიროებას ვერ ვხედავ. ძალიან ჯანმრთელი ვარ, ახალგაზრდა ვარ. კვირაში ერთხელ ვიკეთებ PCR-ტესტს, ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ, რომ აცრა გავიკეთო
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა მამა შალვა კეკელიამ მეტრონომთან საუბრისას.

იტვირთბა....