aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

“მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს” – ლომჯარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის, კარვის დადგმის უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

„რაც შეეხება საცხოვრებელ სახლთან შეკრებას, კანონით მხოლოდ მოსამართლეების შემთხვევაში იკრძალება. თუმცა, მიმაჩნია, რომ საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის გამართვის დროს ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლში, რაც ადამიანის პირადი და დაცული სივრცეა, შესაძლოა, იმყოფებოდნენ ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ. რომელთათვისაც აღნიშნული შესაძლებელია გახდეს დიდი სტრესის საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირად ცხოვრებას და პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და პროტესტის გამოხატვის დროს გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები.

რაც შეეხება კარვების გაშლას, კვლავ გავიმეორებ, რომ საპროტესტო აქციის დროს კარვების გამოყენება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებული უფლების ნაწილს და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ისევე დასაბუთებული, როგორც ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა. არსებულ არასწორ პრაქტიკასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი და იმედია, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითთან მიმართებით განმარტებას გააკეთებს.

მოვუწოდებ, ასევე, შსს-ს, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა, საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოება”, – აცხადებს ლომჯარია.

იტვირთბა....