aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მათიკაშვილის თქმით, შესაძლოა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიიდან” ადამიანები გამოაკლონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიდან” შესაძლოა, ადამიანთა გამოკლებაც მოხდეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამით საქართველო კიდევ ერთხელ ხმამაღლა ამბობს, რომ არ დავუშვებთ და არ შევეგუებით ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ დანაშაულებს, რაც ოკუპაციის მოცემულობიდან გამომდინარე 90–იანი წლიდან დღემდე ხორციელდება.

რაც შეეხება კონკრეტულ სიას, ეს არ არის საბოლოო სია, ხდება შესაბამისი მუშაობის გაგრძელება განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სიის სრულყოფისთვის, ასევე არ არის გამორიცხული ამ სიიდან ადამიანების გამოკლება. ეს არის ის ნაბიჯი, სადაც იმედი გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის, რომ ამას დეკლარაციული ხასიათის გარდა, ჰქონდეს პრაქტიკული მნიშვნელობა შესაბამისი ეფექტით და შედეგით. სია არის მოქნილი ინსტრუმენტი და შეუძლებელია, ერთჯერადად სრულყოფილი სია შეადგინო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა. 33-კაციანი სია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არ არია, ასევე სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი.

იტვირთბა....