aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლუგარის ლაბორატორიაზე ბრალდება რუსეთის მხრიდან გავს ყოფილი უფროსი ძმის განაწყენებას, რადგან საქართველომ აირჩია ევროკავშირი..” – გამყრელიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ხდება პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ხდება იმის გამო, რომ საქართველომ აირჩია გზა ევროკავშირისკენ.

„მორიგი პროვოკაციული განცხადებაა ჩვენი მეზობლისგან, რომელიც ჩვენთვის ახალი არ არის. მოგეხსენებათ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური, თუ სხვადასხვა მიზნით, პერიოდულობით ლუგარის ლაბორატორიაზე კეთდება ამ ტიპის განცხადებები და არც თუ პირველია ქალბატონი ზახაროვას ასეთი განცხადება. ერთი და იგივე ნარატივია სულ. მთავარი ბრალდებაა, საქართველო რატომ არის აშშ-ის ერთ-ერთი კარგი პარტნიორი და რატომ ეხმარება აშშ საქართველოს.

ეს არის მთავარი არსი ამ განცხადებების. მე არ ვიცი, ამაში როგორი შურია, თეთრი, შავი, რუხი, თუ რა, მაგრამ ეს არის ჩვენი ყოფილი, ასე ვთქვათ „უფროსი ძმის“, რომელიც განაწყენებულია, საქართველომ რატომ აირჩია ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროკავშირისკენ გზა. აი, ამასთან არის დაკავშირებული ეს განცხადებები და ბრალდება ლუგარის ლაბორატორიაზე“ – განცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....