aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

პოლიციას ესროლეს: რა მოხდა გუშინ ლუბლიანას ქუჩაზე – პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ, ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მამაკაცის მიერ ყოფილი მეუღლის დაჭრის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების,მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

შეგახსენებთ, ძალოვანი უწყების ინფორმაციით, გუშინ საღამოს, ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სახის არეში დაჭრა. როგორც ადგილზე ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ლუბლიანას #11-ში მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს, რის გამოც გამოიძახეს პატრული. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა პატრულს ცეცხლი გაუხსნა.
შსს: “შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე – 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“.

იტვირთბა....