aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლეპტოპი რატომ არ მივიტანეთ? რა გაგვიჭირდა? ლეპტოპი არ გვაქვს მართლა? – ლადო კახაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, 14 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან არ გადაიყვანეს და არც დისტანციურად ჩართეს. მიზეზად კი ტექნიკური საკითხები დასახელდა.

აღნიშნულ საკითხზე “ქართული ოცნების” დეპუტატი, ლადო კახაძე, საუბრობს და აცხადებს:

“რა მოხდა, რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი?! დღეს ველოდებოდი სასამართლოს და თქვენგან ვიგებ ამას და ვსვამ კითხვას, ვეკითხები ვისაც ევალებოდა: ლეპტოპი არ გვაქვს მართლა?! გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა?! რატომ არ მივიტანეთ?!

რა გგონიათ დეპუტატი ვარ, ვალდებულებები მაქვს და სიტყვას ვერ ვიტყვი?! მე ყველაფერს ვლაპარაკობ, ადამიანებს პირში ველაპარაკები, მიზეზი უნდა გავიგოთ ჯერ რა მოხდა. ტექნიკურ სამსახურს ვეკითხები, რა ტექნიკური მოუგვარებელი დაგემართათ, რომ არ ჩართეთ ეს ადამიანი?! სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს და ამ პასუხის შემდეგ გავაკეთებდი ჩემს კომენტარს. ახლა მე მხოლოდ კითხვის დასმა შემიძლია“ – თქვა კახაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

იტვირთბა....