aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ლევან ლორთქიფანიძე – არ მინდა კულტურულ სტანდარტად დამკვიდრდეს, რომ ძმები ახალაიები თავისუფლებისთვის ტანჯულები არიან

“მიხეილ სააკაშვილი გამოდის და ამბობს – ჩემი ერთადერთი დანაშაულია, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე. მე არ მინდა  ლეგიტიმაცია მივანიჭო და კულტურულ სტანდარტად დავამკვიდრო ის, რომ ძმები ახალაიები ყოფილან თავისუფლებისთვის მებრძოლი და ტანჯული ადამიანები. მე არ მინდა კულტურულ სტანდარტად დაწესდეს ის, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკეთებდნენ ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც. ამიტომ ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს ქუჩაში და დაელაპარაკოს ხალხს და არა მხოლოდ მის მომხრეებს”, – ამის შესახებ პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტმა ლევან ლორთქიფანიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

იტვირთბა....