aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან გაჩეჩილაძეს თბილისის მერობა სურს: „მთავრობაში გრეჩიხას პალაჟენია დაყენებული აქვს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძეს თბილისის მერობა სურს და არ არის გამორიცხული თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყოს.

ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მას ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მიაწოდა.

– ინფორმაცია ამის შესახებ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პიროვნებამ მომაწოდა. ჩვენ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ერთად ვიყავით მიწვეულები და გადაცემის დაწყების წინ მესაუბრა ამაზე.

შეგიძლიათ ამ პიროვნების ვინაობის დასახელება?

– ვინაობის დასახელებას არ ვაპირებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის მთავრობის სხდომებს ესწრებოდა და მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. მისი განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე ხშირად ესწრება მთავრობის სხდომებს.

– რა სტატუსით?

ის პრემიერის მეგობარია და შესაძლოა ამ სტატუსით ასწრებენ მთავრობის სხდომებს. ადამიანი, რომელიც ამის შესახებ მომიყვა ამბობს, რომ მთავრობაში გრეჩიხას პალაჟენია დაყენებული აქვს. ლევან გაჩეჩილაძე ღიად ამბობს, რომ მას თბილისის მერობა სურს და არ გამიკვირდება თუ სწორედ ის იქნება „ოცნების“ კანდიდატი,“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

იტვირთბა....