aviabiletebi
ჯანდაცვა

ლევან ბერძენიშვილის დიეტა, რომელმაც ფურორი მოახდინა – 8 კგ 2 თვეში

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს დიეტის შესახებ, რომელიც „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა დაიცვა. მისი ეფექტურობა თვალშისაცემია, რადგან 2 თვეში- 8 კილოგრამს გულისხმობს:

„მე პირადად ორი თვე ვაკეთებდი დიეტას, რომელიც ჯეობარელმა ლევან ბერძენიშვილმა ასწავლა ჯეობარელ ლალი დანილიუკს. ძალიან ადვილია, შეიძლება პირველი ორი დღე გაგიჭირდეთ.

აბა, ყურადგებით, ვწერ:

11 სთ-ზე – 1 მოხარშული კვერცხი+60 გრ ჭყინტი ყველი,(თუ უმარილოს ვერ ჭამთ, ოდნავ მარილიანი მიიღეთ)

12 სთ-ზე – 1 ვაშლი

15 სთ-ზე – 1 ცალი შემწვარი თევზი+ სალათა (2 კიტრი, 1 პამიდორი, ცოტა მწვანე ხახვი)

17 სთ-ზე – 1 ვაშლი

19 სთ-ზე – 1 ვაშლი ან კეფირი ან 1 ქილა მაწონი

თუ მაინცდამაინც მოგშივდათ, შეგიძლიათ მიირთვათ 20 ცალი უშაქრო მარწყვი.

 

ამ დიეტის დროს გამორიცხულია შაქარი, მარილი და ცხიმი. მე პირადად ორ თვეში 8 კგ დავიკელი. ეს იყო შარშან ზაფხულში და იმის მერე სულ სამი კგ მოვიმატე ზამთარში.

აბა, ყველას წარმატებები „

იტვირთბა....