aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

კვირიკაშვილმა რუსთაველზე “ლაღიძის წყლების” დაბრუნება კალაძეს თხოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვა მოხდეს. ეს ინფორმაცია პრემიერმა „გალერეა თბილისის“ გახსნის ცერემონიაზე გააჟღერა.

„ვისურვებდი, რომ „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და რა თქმა უნდა, არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....