aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ლატვიამ და ესტონეთმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლატვიამ და ესტონეთმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჩარდ კოლმა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინელი ხალხის დახმარებისკენ მოუწოდა.

”ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინაში იარაღის მიწოდების სასწრაფო და მკვეთრი გაზრდით და ევროკავშირის მიერ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტის დაუყოვნებელი შეწყვეტით”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ესტონეთის პარლამენტი აღიარებს რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად და იგივესკენ მოუწოდებს სხვა ქვეყნების პარლამენტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

გარდა ამისა, ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს დაუყოვნებლივ გამკაცრდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, გამონაკლისის გარეშე, შეაჩერონ რუსეთთან ენერგო ვაჭრობა და დაუყოვნებლივ გაზარდონ უკრაინის სამხედრო და კრიტიკული ჰუმანიტარული დახმარება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....