aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

ლაგაზიძე – ამ ჩანაწერის გარშემო შექმნილი უმძიმესი ფონი ხელს უწყობს „ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების გაღრმავებასაც

aviabiletebi
ავიაბილეთები

“Cui Prodest?!
რას შეიძლება ველოდოთ საზოგადოება იმ პოლიტიკური ძალისგან ან პირთა ჯგუფისგან, რომელიც საკუთარ ოპონენტებს ამ ამაზრზენი ფორმით ებრძვის და ვერ ნახულობს სხვა ვერც მორალურ და ვერც ინტელექტუალურ უპირატესობას მოწინააღმდეგე მხარზე?! რა მიიღო შემკვეთმა შედეგად ეკა ბესელიაზე „ვადაგასული“ კომპრომატის გამოქვეყნებით: ნეგატივი წავიდა არა ბესელიასკენ, არამედ „ქართული ოცნებისკენ“, საუბარი დაიწყო სწორედ „ოცნების“ მორალურ-ეთიკურ მხარეზე, როგორც ამ ჩანაწერის სავარაუდო გამავრცელებელზე და ხელისუფლებაში მყოფ ძალაზე; დღემდე „ოცნების“ უპირატესობა ადამიანებისთვის ის მორალური და ფიზიკური დაცულობის განცდა იყო, რომელიც „ოცნებას“ „ნაციონალებისგან“ გამოარჩევდა. ამ ჩანაწერის გარშემო შექმნილი უმძიმესი ფონი ხელს უწყობს „ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების გაღრმავებასაც. ამიტომაც, ეს ამაზრზენი ჩანაფიქრი პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით ეკა ბესელიაზე მეტად ან მასთან ერთად „ოცნებაზე“ დარტყმას ემსგავსება. ვინ შეიძ₾ება იდგეს ამის უკან: მოსამართლეები, რომლებმაც ამ ნაბიჯით ეკა ბესელიას მორალური უპირატესობის შექმნაზე იზრუნეს?! „ოცნება“ ან მისი ცალკეული ჯგუფები, რომელსაც თვითგანადგურების სენმა ან უკურნებელმა სიბრიყვემ დარია ხელი?! „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავის დროზე ქმნიდა ამ ჩანაწერებს პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ და შეიძ₾ება იყენებდეს მას დღესაც?! ფაქტი ერთია, რომ ამ ჩანაწერის გამავრცელებლების ლოკალურ მიზანს გაცილებით მძიმე გრძელვადიანი შედეგები მოსდევს: არავინ და არაფერი დარჩეს ქვეყანაში გაუსვრელი, მოისპოს ავტორიტეტები და საფუძველი გამოეცალოს სტაბილურობას. ამიტომ, ამ ამაზრზენი ხერხებით ბრძოლას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას: ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას: Cui Prodest!”, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით, გუშინ ღამე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა  სამინისტრო მოახდენს.

განცხადება გაავრცელა თავად ეკა ბესელიამაც, რომელიც შინაგან საქმეთ მინისტრს დაუყოვნებლივ რეაგირებას თხოვს.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და განაცხადა, რომ პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. 

იტვირთბა....