aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კანაფის კულტივაცია და ექსპორტი: “საპატრიარქოს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეპუტატ თამარ ჩუგოშვილმა კომენტარი გააკეთა მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომელიც კულტივაციასა და ექსპორტს ეხება. მისი თქმით, საპატრიარქოს აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი გავლენა აქვს.

“კანონპროექტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარების რეგულაციას შეეხება, ნაკლები დისკუსია მიმდინარეობს. ბევრად მეტი დისკუსია გამოიწვია კანონპროექტის მეორე ნაწილმა, რომელიც შეეხებოდა ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის საკითხს. ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ ზუსტად რა იგულისხმება და გვჭირდება მეტად მოვისმინოთ მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით. ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციისა და ექსპორტის მიზნებისთვის ნაწილს, პირადად მე ვეთანხმები, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, რადგან საერთო პოზიცია იყო ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, კანაფის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სადისკუსიოდ, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვარგავროვანი რეაქცია მოჰყვა, გუშინ გვიან ღამემდე საპატრიარქოში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

იტვირთბა....