aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორუფციასთან ბრძოლას არა ბიუროკრატიული რგოლი, არამედ დამოუკიდებელი მექანიზმი სჭირდება – ანა ნაცვლიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სახელისუფლებო გუნდის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლას არა დამატებითი ბიუროკრატიული რგოლი, არამედ დამოუკიდებელი მექანიზმი სჭირდება, რომელსაც ექნება რეალური გარანტიები. მისი თქმით, ოცნების მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ტვირთად დააწვება ბიუჯეტს:

„კორუფციასთან ეფექტიან და რეალურ ბრძოლას არ სჭირდება დამატებითი ბიუროკრატიული რგოლი, ამას სჭირდება ეფექტური დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც რგოლთა რგოლი კი არ იქნება და რაღაც ანგარიშის ჩასაწერად კი არ შეიქმნება, არამედ მას ექნება რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები და ფუნქციები, რათა გამოავლინოს და პასუხი მოსთხოვოს კორუფციის ჩამდენს. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები იქნება მორიგი ბიუროკრატიული რგოლი, რაც ტვირთად დააწვება ბიუჯეტს, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტს შეღავათი მისცეს და თანხები ჯიბეებში აღარ მიდიოდეს. პარლამენტის შემოსვლის დროს ვთქვით, რომ ჩვენი მიზანი იქნებოდა კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის გამოცხადება. ამ მიზნით დავაინიცირეთ საკანონმდებლო პაკეტი, რაც უწყების რეალური ინსტრუმენტებით შექმნას ითვალისწინებს. დადასტურდა, რომ მათ ასეთი ორგანოს შექმნის ინტერესი არ აქვთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....