aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კორნელი კაკაჩია: “გაერთიანების თემა უკვე მომწიფებულია, ლიდერების მხრიდან მხოლოდ წერილობითი მიმართვები არასაკმარისია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საჭიროა, ლიდერებმა საზოგადოების განწყობები შეისწავლონ და ამაზე დაყრდნობით მოიფიქრონ ფორმატები, სადაც შესაძლებელი იქნება საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ “მეტრონომს” პრეზიდენტისადმი დავით უსუფაშვილის წერილობითი მიმართვის კომენტირებისას განუცხადა.

“თითონ რაც შეეხება უსუფაშვილის წერილსა და გაერთიანების იდეას, გაერთიანების თემა უკვე მომწიფებულია ქართულ საზოგადოებაში. რაც შეეხება ლიდერების მხრიდან კონკრეტულ მოწოდებებს, მხოლოდ წერილობითი მიმართვები არ არის საკმარისი. საჭიროა, ლიდერებმა საზოგადოების განწყობები შეისწავლონ და ამაზე დაყრდნობით მოიფიქრონ ფორმატები, სადაც შესაძლებელი იქნება საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობა. ამის გარეშე იმ ფუუნდამენტის შექმნა ძალიან გაჭირდება, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა დაეფუძნება.

მარტო ეს პოლიტიკური ლიდერები, რაც არ უნდა პოპულარულები იყვნენ სხვადასხვა წრეებში, საკმარისი არ არის დაამარცხონ “ქართული ოცნება”. ჯერ ერთი ფინანსური შესაძლებლობა “ოცნების” საკმაოდ დიდია და აქედან გამომდინარე, ეს მოითხოვს საზოგადოების სრულ ჩართულობას. ეს ფორმატი თუ ჩამოყალიბდება და ეს საზოგადოების ინტერესს დაეფუძნება, მაშინ უფრო მეტი პერსპექტივა იქნება. ვიდრე იმას, რომ მარტო პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომელთა უკან არ დგას ამომრჩეველთა კონკრეტული ჯგუფები შეიკრიბონ და შემდეგ ჩაოაყალიბონ ახალი პოლიტიკური ძალა. ამან არ მგონია, რამე შეცვალოს და ასეთი მაგალითები არაერთი გვახსოვს”, – განაცხადა კაკაჩიამ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უსუფაშვილს ტელეფონით ესაუბრა და ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ პირადად გაესაუბრება.

იტვირთბა....