aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია – სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს (ჯეოსელი და მაგთი) მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

„კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვლიდან “მაგთის“, ხოლო 1-ლი მარტიდან “ჯეოსელის” აბონენტებისთვის ტარიფები იზრდება.

იტვირთბა....