aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

Novavax-ი კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ ვაქცინაზე მუშაობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Novavax-ი კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობს.

კომპანიის განცხადებით, ვაქცინის შემცველობაში შევა მუტირებული ცილა ომიკრონიდან, რომლის  მეშვეობითაც, ადამიანები იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებენ.

მათივე ცნობით, ახალი ვაქცინის დამზადებასა და შემოწმებას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

Novavax-ის უკვე არსებულ  ვაქცინას მიღებული აქვს საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ინდონეზიასა და ფილიპინებში, ასევე, გავლილი აქვს ყველა საფეხური, რომ მიიღოს ინგლისის, ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციები.

იტვირთბა....