aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სად სურთ მოგზაურობა თბილისელების უმეტესობას უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

კვლევებისა და კონსულტაციის გლობალურმა კომპანიამ ACT-მ   2016 წლის ოქტომბერში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით  თბილისის მოსახლეობის 61%-ს  უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნის მონახულების სურვილი აქვს.

თბილისელების 18% -ს სურს, რომ იტალიაში გაემგზავროს,  17% საფრანგეთში, ხოლო 14% გერმანიაში მგზავრობის სურვილს გამოხატავს.

კვლევის მიხედვით, თბილისელების 25% უკვე ნამყოფია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათგან 11% გერმანიაში, 7%-7% კი იტალიაში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.

ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მოსახლეობის მიერ დასახელებული ქვეყნები და მათი პროცენტული წილი (ზოგ შემთხვევაში ერთი რესპონდენტის მიერ დასახელებულ იქნა რამოდენიმე ქვეყანა).

Visa_58db673a4b400

 

იტვირთბა....