aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

კვაჭანტირაძე: “ჯარში გამოძახებულმა 145-მა ახალგაზრდამ „გირჩის“ მღვდელმსახურის ცნობა წარადგინა, სამშობლოს დასაცავად არ გვცალიაო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ხაშურში, ჯარში გამოძახებული 150 ახალგაზრდიდან 145-მა „გირჩის“ მღვდელმსახურის ცნობა წარადგინა. სამშობლოს დასაცავად არ გვცალიაო, გასაბერ “ეკლესიებში” მარიჰუანლიტურგიებს ვატარებთო….”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმმა ზვიად კვაჭანტირაძემ დაწერა.

შეგახსენებთ, რომ “გირჩის” მიერ დაარსებული რელიგიის “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემული მოწმობების საშუალებით, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, ჯარს თავი აარიდონ.

მაგალითად, 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შემდეგ ქუთაისში 245 წვევამდელმა ისარგებლა.  2017 წელს იგივე მიზეზით 255  წვევამდელმა ისარგებლა.

ჯამში 500 ადამიანი კანონის შესაბამისად დარჩა სავალდებულო სამსახურში გაწვევის გარეშე, ამის შესახებ ქუთაისის მერიის სამხედრო სამახურის ხრლმძღვანელმა ლერი ყენიამ განაცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკა ქუთაისში საკმაოდ მაღალი და საგანგაშოა.

პირველ აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაშურში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახებას 150 წვევამდელიდან 145-მა “გირჩის” “ბიბლიური თავისუფლების” დახმარებით აარიდა.

პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩმა” რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” 2017 წლის 21 აპრილს დააფუძნა. ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწმობის წარდგენის შემდეგ არც ერთ მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

იტვირთბა....