aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კემეროვის ვიცეგუბერნატორმა მომიტინგეების წინაშე მუხლმოდრეკილმა ბოდიში მოიხადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კემეროვოს ვიცეგუბერნატორმა სერგეი ცივილიევმა ქალაქში მომიტინგე ხალხის წინაშე მუხლი მოიყარა და ხანძრისთვის ბოდიში მოიხადა, სადაც 64 ადამიანი დაიღუპა. სანამ ბოდიშს მოიხდიდა, ცივილიევმა სერგეი ვოსტრიკოვს, რომელსაც ხანძარში სამი შვილი, ცოლი და და დაეღუპა, ხალხის წინაშე “პიარში” დასდო ბრალი.

კემეროვოში მიტინგის დროს ადამიანები ხელისუფლებას დაღუპულების შესახებ ყველა ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვდნენ და ასევე ოლქის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გათავისუფლებას.

ამავე დროს, სამხრეთ ციმბირის კუზბასის გუბერნატორი ამან ტულეევი რუსეთს პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე იყო, სადაც ამბობდა, რომ “ოპოზიციური” ძალები ადამიანების ტრაგედიაზე სპეკულირებენ. ტულეევის აზრით, მიტინგზე მისულ ადამიანებს “რაღაც თავისი პრობლემების მოგვარება სურდათ”.

კემეროვოს ხანძრის მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფი 85 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ აცხადებს. პოლიციას კი 67 დაკარგული ადამიანის შესახებ აქვს ინფორმაცია.

იტვირთბა....