aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

საკონტროლო გასროლით მოკლული მამაკაცის ცხედარს მდინარე რიონში კვლავ უშედეგოდ ეძებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი წლის ღამეს, გაუჩინარებულ ირაკლი კეკელიას სხეულს მაშველები მდინარე რიონში კვლავ უშედეგოდ ეძებენ.

კეკელიას შესახებ, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში ოჯახმა არაფერი იცოდა. სამართალდამცველები დამნაშავეების კვალზე მხოლოდ უცნობი თვითმხილველის ანონიმური წერილის მიღების შემდეგ გავიდნენ და მოკლულის 2 მეგობარი დააკავეს.

სავარაუდოდ, ირაკლი კეკელია საკონტროლო გასროლით არის მოკლული.

ჯერჯერობით დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი სიტყვიერი დაპირისპირება იყოს.

 

იტვირთბა....