aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კუჭავამ მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა: ყველაფრით კმაყოფილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში მესამე დღეა შიმშილობს, მოინახულა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას ელენე ხოშტარიასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, არაფერზე უსაუბრია.

“ელენე ხოშტარია მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ექიმი და თუ საჭიროა ყოველთვის იქნება გამოყენებული მისი მომსახურება.

მაინტერესებდა თუ აკლდა რაიმე, პირობები და ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება. არ გვისაუბრია ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ეს მათი უფლებაა. ჩემი მოსვლის მიზეზი იყო, რამე ხომ არ აკლია, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ და კარგია, რომ არის”. – ამბობს კახა კუჭავა.

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, 3 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....