aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კატალონიაში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კატალონიაში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

„ექსტრემალურმა სამსახურებმა ესპანურ პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაშავებულ 38 ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება. მათგან 35-მა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, 3-მა კი საშუალო სიმძიმის,“- ნათქვამია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

კატალონიის მეთაურმა კარლეს პუიჩდემონმა აქტივისტებისა და რეფერენდუმში მონაწილეობის მსურველი კატალონიელების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენება „გაუმართლებელი ძალადობა“ უწოდა.

ბარსელონის მერმა ადა კოლაუმ ესპანეთის მთავრობის მეთაურს მარიანო რახოის გადადგომისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება უნდა შეწყვიტოს.

აქციას კატალონიაში მიმდინარე დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის წინააღმდეგ მართავენ. კენჭისყრა დაიწყებულია. რეფერენდუმი ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება.

ესპანეთის პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ კატალონიის რეფერენდუმისთვის განკუთვნილი საარჩევნო ურნების და ბიულეტინების ჩამორთმევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნასიო სიოდომ დაადასტურა.

კატალონიაში რეფერენდუმის მომხრეებმა გასულ ღამით იმ სკოლების შენობები დაიკავეს, სადაც დღეს კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. ესპანეთის ხელისუფლებამ, კატალონიაში 2,315 საარჩევნო უბნიდან, 1,3 ათასამდე დაბლოკა.

კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შესახებ კანონი 7 სექტემბერს მიიღო. რეფერენდუმზე მოსახლეობა გადაწყვეტს – უნდათ თუ არა რეგიონის დამოუკიდებლობა. რეფერენდუმი ტარდება მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, შეჩერებულიყო ყველა პროცესი. სწორედ ამიტომ, ესპანეთის ხელისუფლება ამ რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს.

იტვირთბა....