aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“კარავი რატომ მომპარე? ქუდი რომ მომპარო, ხომ დამიჭერ?” – ხაბეიშვილი პოლიციელს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტების დაკავების შემდეგ ადგილზე კარვით მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იქ კარვის გაშლას თვითონ შეეცადა, მაგრამ პოლიციამ მისი კარავიც გაიტაცა.

“კარავი რატომ მომპარე? აი, ამან მომპარა კარავი პირადად – რატომ მომპარე კარავი? ქუდი რომ მომპარო, ხომ დამიჭერ?” – მიმართა მან პოლიცეილს, რომელმაც უპასუხა, რომ კარავი არ მოუპარავს.

“როგორ გეკადრებათ, არაფერი მომიპარავს, უკან დაიხიეთ”

“აბა რა ქენი, იპოვე? ”

არ მოგიპარავს, გიპოვია?”

“ქურდი ხარ!” – მიმართა მას ლევან ხაბეიშვილმა, ხოლო სხვა პოლიციელმა, სავარაუდოდ, მაღალჩინოსანმა, მას უპასუხა: “დაგიბრუნდებათ კარავი, ჩამოგერთვათ”.

ცნობისათვის, “მოძრაობა საქართველოსთვის”, უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მართავს, სადაც კარავი ჰქონდათ გაშლილი. დღეს აქტივისტებმა კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რვა აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე, რომელსაც, აქტივისტების თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიცია ამბობს, რომ ყველა დაკავებულთან მიმართებაში, კანონის შესაბამისად იმოქმედეს.

ფოტო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....