aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კალაძეებო, გეგეშიძეებო, გიგაურებო“: გივი თარგამაძე განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„კახი კალაძის ცოლის ძმის ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსობიდან გათავისუფლების შემდეგ, მას შეუქმნეს არასამთავრობო, რომლის საფარქვეშაც ჩამოყალიბდა “ქართული ოცნების” ზონდერჯგუფი. ხალხის მოგროვებას ამ ჯგუფში გეგა გეგეშიძე ახდენს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა. ის ამით სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„კორცხელის დღევანდელი უმსგავსობის ანატომია ახალი არაა. აგერ უკვე ორი წელიწადია ვამბობ, რომ კახი კალაძის ცოლის ძმის ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსობიდან გათავისუფლების შემდეგ მას შეუქმნეს არასამთავრობო, რომლის საფარქვეშაც ჩამოყალიბდა ქართული ოცნების ზონდერჯგუფი. ხალხის მოგროვებას ამ ჯგუფში ახდენს გეგა გეგეშიძე – ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ქურდულ სამყაროსთან შსს-ს დანაშაულებრივი კავშირების გამბმელი, ლავას ოღლის საზღვარე გადმომყვანი, 20 წლის პოლიციელის მკვლელის საზღვარზე გამპარებელი, ყოფილი მოჭიდავე. ასევე საკუთარი ხალხის მობილიზაციას ამ ჯგუფში ახდენს დამნაშავეთა სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი, ამჟამად რუსეთში, სოჭში მცხოვრები დავით ქარსელაძე, იგივე კალატოზა, რომლის მონაწილეობას ამ ალიანსში მოწმობს როგორც რუსეთიდან მისი მილიონიანი გადარიცხვა კალაძესთან, ასევე მისი ძმის, ყოფილი კრიმინალ-პოლიციელის “არჩევა” თბილისის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარედ. მობილიზაციაში მონაწილეობას იღებენ ის ქურდებიც, ვისთანაც კონტაქტობს გეგა გეგეშიძე.

საერთო ხელმძღვანელობას ამ ჯგუფს უწევს რვა ქურდის მონა ვიცე-პრემიერი კალაძე.  ზუგდიდში თავი გამოიჩინეს გეგა გეგეშიძის ძმამ, ასევე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ, მისივე ბიძაშვილმა გიორგი (ჯიჯა) გიგაურმა, კალაძის უკვე სამტრედიისა და გარდაბნის არჩევნებიდან ცნობილმა პირადმა ზონდერმა კობა ტყეშელაშვილმა და ამ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა. კალაძეებო, გეგეშიძეებო, გიგაურებო, ტყეშელაშვილებო, 8 ოქტომბერს თქვენი გლუვი ხაზეინის ხეზე გადაიმტვრევთ ხერხემალს!”,- წერს თარგამაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს 7 რაიონში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობდა. სამეგრელოში, სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის იყვნენ გიგა ბოკერია, ნიკა მელია და თენგიზ გუნავა. სოფელ კორცხელში არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა.

იტვირთბა....