aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იწყებს თუ არა ნიკა მელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს? – პოლიტიკოსი ახალ ოფისში გადავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

იწყებს თუ არა ნიკა მელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს? – “პირველებმა” თბილისის ცენტრში მელიას მიერ დაქირავებული ახალი ოფისი აღმოაჩინა.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე მის თანაგუნდელებთან ერთად სამუშაოდ სარაჯიშვილის ქუჩაზე გადადავიდა. მელია დღეს ოფისში არ გამოჩენილია, თუმცა მისი თანაგუნდელები ადასტურებენ, რომ ახალი შენობა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის და მათი ახალი სამუშაო სივრცეა.
მელიას ახალი ოფისის შესახებ იცის ხაბეიშვილმაც. პარტიის ოფიციალურ მისამართზე წერილი რამდენიმე დღის წინ მიიღეს, სადაც ეწერა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ჯგუფი სამუშაოდ სხვაგან გადავიდა.

ახალ ოფისში მელიას ყველა თანაგუნდელი იქნება, მათ შორის, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.
დაიწყო თუ არა მელიამ ახალი პარტიის შექმნა? მის გუნდში ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე პარტიიდან წასვლას არ აპირებს და ის ძალიან მალე პოლიტიკურ ველზე განახლებული ძალებით გამოჩნდება.

იტვირთბა....