aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 4 წევრი აირჩია

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 არამოსამართლე წევრის ვინაობა ცნობილია. კანდიდატურებს კენჭი რამდენიმე წუთის წინ პარლამენტარებმა უყარა.

პარლამენტის კვოტით იუსტიციის საბჭოს წევრები გახდნენ: ირმა გელაშვილი (100 ხმით), ლევან გზირიშვილი (93 ხმით), ზაზა ხარებავა (84 ხმით), ნაზი ჯანეზაშვილი (108 ხმით).

არამოსამართლე წევრების არჩევის შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ 4 ვაკანტური პოსტი რჩება, მათ შაბათს სასამართლო კორპუსი მოსამართლეთა კონფერენციაზე შეარჩევს.

6 ივნისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინეს. კომიტეტმა პარლამენტში შესული 34 კანდიდატურიდან კომიტეტმა 1 კანდიდატის გარდა, ყველაზე დადებითი რეკომენდაციები გასცა.

იტვირთბა....