aviabiletebi
საზოგადოება

იურისტების რჩევები: როგორ მივიღოთ ამერიკის “გრინ-კარტა” ლატარიის გარეშე

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ში ემიგრაცია – რთული და ხარჯიანი პროცესია, სადაც ვადები, ხარჯები და წარმატება დამოკიდებულია იურისტის პროფესიონალიზმზე. justFly-მ იურისტებთან გაიარა კონსულტაცია და გამოარკვია რას წარმოადგენს ე.წ მწვანე ბარათი (Green Card) და როგორ შეიძლება მიიღონ ის საქართველოს მოქალაქეებმა.

ამერიკული “მწვანე ბარათი” Green Card – ეს არის საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მუდმივი ბინადრობის სტატუსს და მუშაობის უფლებას პიროვნებისთვის შტატების მოქალაქეობის გარეშე.

“მწვანე-ბარათი” იძლევა მუშაობის, უძრავი ქონების ფლობის, ბანკიდან კრედიტების აღების, ადგილობრივ უნივერსიტეტებში ფასდაკლებით სწავლის, გარკვეული სახის შეიარაღებულ ძალებში მსახურებისა და ყველა სხვა იმ სიკეთეებით სარგებლობის უფლებას რომელიც აქვთ აშშ-ს მოქალაქეებს. ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრკოლებლად დატოვოთ შეერთებული შტატები და შემდეგ ისევ დაუბრკოლებლად დაბრუნდეთ.

არსებობს “მწვანე-ბარათი” მიღების რამოდენიმე გზა:

1. ოჯახის გაერთიანებით;

2. ამერიკული კომპანიისგან სამუშაო ადგილის შემოთავაზებით;

3. პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით;

და სხვა ვარიანტები…

მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

“გრინ-კარტა” ოჯახის გასაერთიანებლად

ძალიან ბევრი ადამიანი იღებს “მწვანე ბარათს” (green card) შტატებში საკუთარ ოჯახის წევრებთან გადასვლის გზით. ასეთი დოკუმენტაციის გაფორმების უფლება აქვთ აშშ-ს მოქალაქის ახლობლებს – შვილებს, მეუღლეს, მშობლებს და სხვა.. რაც უფრო შორეული ნათესავია უფრო დიდი პერიოდია საჭირო ბარათის მისაღებად.

“გრინ-კარტის” მიღება დასაქმებით

ეს, სავარაუდოდ, არის შტატებში ემიგრაციის ყველაზე მთავარი მეთოდი. ხელმისაწვდომია შემდეგი ვარიანტები:

1. “გრინ-კარტის” მიღება სამსახურის შემოთავაზებით. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ აშშ-ს მუდმივი ბინადრობის მფლობელი, თუ თქვენ შემოგთავაზეს აშშ-ში მუდმივი სამსახური. ხშირ შემთხვევაში კანონი სთხოვს დამსაქმებელს სამუშაო სერთიფიკატს, ხოლო ამის შემდეგ უკვე დამსაქმებელს საშალება ეძლევა უცხოელი თანამშრომელი მოიწვიოს. ეს პროცესი კი მთლიანად დამოკიდებულია დამსაქმებელსა და საემიგრაციო სამსახურზე და არა პოტენციური ემიგრანტის სურვილებზე.

2. “გრინ-კარტა” ინვესტიციის გზით. ასეთი ნებართვა შეგიძლიათ მიიღოთ ინვესტიიცის ჩადებით ან რაიმე საქმიანობის წამოწყებით რომელიც ქვეყანაში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს ამერიკელებისთვის.

3. “გრინ-კარტა” განსაკუთრებული პროფილის სპეციალისტებისთვის. ზოგიერთ ადამიანს საშუალება აქვს მიიღოს მწვანე ბარათი თავისი წარსული ან არსებული სამუშაო ადგილის გამო. ასეთებად ითვლება: ავღანუი/ირანული ენის თარჯიმანი, დიქტორი, საერთაშორისო ორგანიზაციის “ნატოს” წევრი; ერაყელები რომლებიც დაეხმარნენ აშშ-ს, ექიმები, რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

“გრინ-კარტა” მიღება პოლიტიკური თავშესაფარის გზითაც

ლტოლვილები და ადამიანები, რომელთაც მიიღეს შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი, მათაც აქვთ შესაძლებლობა “გრინ-კარტის” მისაღებად გააკეთონ განაცხადი. სასურველი განაცხადის გაკეთება მოხდეს აშშ-ში გადასვლიდან 1 წლის განმავლობაში.

“გრინ-კარტის” მიღების სხვა მეთოდები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებისა, აშშ-ს “მწვანე ბარათის” მიღბის სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგალითად:

1. “გრინ-კარტის” ლატარეა;
2. აშშ-ს მოქალაქეზე ქორწინება;
3. პროგრამა Life (მათთვის, ვინც ძალიან დიდი ხანია რაც აშშ-ში არალეგალურად ცხოვრობს);
4. არასრულწლოვნების სპეციალური ემიგრაცია;
5. ნებრთვა ეთნიკური ინდოელებისთვის, რომლებიც დაიბადნენ კანადაში;
6. ნებართვა კუბის მოქალაქეზე ან მათთვის ვინც იცის კუბური ენა;
7. ნებართვა ინფორმატორისთვის (S Nonimmigrant);
8. კანონი Parole;
9. კანონი Lautenberg;
10. ნებართვა ნიკარაგუასა და ცენტრალური აფრიკის ემიგრანტებისთვის (კანონი NACARA).

justfly.ge

იტვირთბა....