aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამუშაო ვიზიტით ფინეთს ეწვევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

21-24 ნოემბერს, ევროკავშირისა და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფინეთში გაემგზავრება. შეხვედრების მიზანი საპარლამენტო გამოცდილების გაცნობაა.

“სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ისეთ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და ინსტრუმენტები; საკომიტეტო მოსმენების პროცედურები; მიღებულ კანონებზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება; პარლამენტის თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან და მთავრობასთან; მოქალაქეების მონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში (საკანონმდებლო ინციატივები და პეტიციები); თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პარლამენტის საქმიანობაში და სხვა.

ფინური მოდელის გაცნობის მიზნით, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა კომიტეტში, იუსტიციის, ჯანმრთელობის დაცვის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროებში და პრემიერმინისტრის ოფისში გამართავენ.

საპარლამენტო დელეგაციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ნატო ჩხეიძე, გიორგი კახიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე და ანრი ოხანაშვილი შედიან.

ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრებს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებიც დაესწრებიან”,- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....