aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ფოფხაძე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ სამი კანდიდატი წარადგინა, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი.

კენჭისყრის დროს გედევან ფოფხაძემ ექვსი ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა ხუთი, ხოლო რუსლან პოღოსიანმა ერთი. ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ექვსი ხმა არ იყო საკმარისი, რათა გედევან ფოფხაძე პირველივე ტურში არჩეულიყო თანამდებობაზე, ამიტომ შედგა მეორე ტური.

მისივე თქმით, მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლებოდა ის, ვინც მეტ ხმას მიიღებდა.

მეორე ტურში კენჭისყრის შედეგად გედევან ფოფხაძემ შვიდი ხმა, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა ერთი ხმა მიიღო.

იტვირთბა....