aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამართალდამცველების ინფორმაციით, პირი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო. დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოში” კი მას ბელგიელად” მოიხსენიებენ.
პარიზში, შანზ-ელიზეზე მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა ლიკვიდირებულია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 სამართალდამცველი, 1 პოლიციელი კი დაშავდა. მომხდარის გამო პარიზში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, პოლიცია დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად პატრულირებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის  დროით 21 საათზე  მსუბუქი ავტომობილი პოლიციის ავტობუსის გვერდით გაჩერდა. მანქანიდან შეიარაღებული მამაკაცი გადმოვიდა და კალაშნიკოვის ტიპის  იარაღიდან სამართლდამცველების მიმართულებით სროლა დაიწყო.

ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა , რის შემდეგაც თავდამსხმელმა გაქცევა სცადა. რამდენიმე წუთში სამართლდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. პარიზის მთავარი პოროკურორის ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია  და მას ძალოვანი უწყება მანამდე არ დაასახელებს, ვიდრე არ გაირკვევა, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. თავდამსხმელის სახლში მთელი ღამე პოლიციელები მუშაობდნენ.

იტვირთბა....