aviabiletebi
ციტატა

ირმა ინაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები დღეს საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებს პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარებული არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, ორმ საგარეჯოს ოლქში ადგილი ჰქონდა არჩევნების მასობრივი გაყალბების ფაქტებს. აქცენტი გაკეთდა მუხროვანის დახურული სპეცუბნის შედეგებზე და უჯარმის მე-13 უბნის დარღვევებზე, რის გამოც ამ კონკერტული უბნის მონაცემები ბათილად უნდა იქნას ცნობილი. საელჩოების წარმომადგენლებს ირმა ინაშვილმა განუმარტა, რომ ათობით ოქმში მონაცემების შეჯამება ვერ ხერხდება. იმ მიზეზის გამო, რომ საარჩევნო ყუთებში ამომრჩეველზე ბევრად მეტი ბიულეტენი იყო ჩაყრილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაცემები გაყალბებულია. ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ 8 ნოემებრს დაგეგმილი აქცია მიზნად ისახავს ქართული დემოკრატიის დაცვას, ამომრჩევლის უფლებების დაცვას. ესაა მთავარი თემა. რაც შეეხება მოთხოვნებს, ინაშვილმა საელჩოების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეები რამდნიმე მოთხოვნა დააყენებენ დღის წესრიგში: 1. გადააყენონ დაკავებული თანამდებობებიდან თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას და იყვნენ არა მატო ორგანიზატორები, არამედ შემსრულებლებიც. 2. აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება, ვინ და როგორ გააყალბა არჩევნების საგარეჯოში, დაისაჯონ კონკრეტული დამნაშავეები. დაწყებული გამგებლებით გაგრძელებული საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებით!

იტვირთბა....