aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„იმპიჩმენტით ივანიშვილს უნდა, გაახაროს პუტინის რუსეთი პრეზიდენტის დასჯის მცდელობით“ – საბა ბუაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.

„მეტრონიმი“, აღნიშნული პროცესის შეფასების მიზნით, „ლელოს“ წევრს, საბა ბუაძეს ესაუბრა.

ეს პროცესი ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ცალსახა საბოტაჟია, რაც ძალიან სწორად დაინახეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. მათ პირდაპირ გვირჩიეს, რომ ეს პროცესი არ დაწყებულიყო, თუმცა „ქართული ოცნებამ“ ეს არ გაითვალისწინა, რადგან ის ემსახურება პუტინის ინტერესებს.

პუტინის ინტერესი კი არის ის, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაზიანებული იყოს. ბიძინა ივანიშვილს უნდა, გაახაროს რუსები პრეზიდენტის დასჯის მცდელობით; იმ პრეზიდენტის, რომელიც მხოლოდ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად მოგზაურობდა ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქში.

რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესის მიმდინარეობას, „ქართული ოცნება“ ცდილობს, თავისი გზავნილი მიიტანოს ერთადერთ ადრესატამდე – ბიძინა ივანიშვილამდე, რომელიც თავის მხრივ, აჩვენებს პუტინის რუსეთს, როგორ სჯის პრეზიდენტს.
„ოცნება“ გამოიყურება უღირსად, სამარცხვინოდ.

– განაცხადა საბა ბუაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....