aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია მეორემ საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის საშუალებით უკვე დააფიქსირა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის საშუალებით უკვე დააფიქსირა.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქმა ხმის მიცემის შემდეგ საზოგადოებას მიმართა.

“საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.

ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა,  კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს.

შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი.” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ განცხადებაში.

იტვირთბა....