aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი საზოგადოება

“ივანიშვილია ოლიგარქი, აბა, მე რომ ოლიგარქი არ ვარ, ფაქტია” – ჭყონია დეოლიგარქიზაციაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია ნაგულისხმევი, აბა, მე რომ ოლიგარქი არ ვარ და მაგის თავი არ მაქვს, ფაქტია, – აღნიშნულის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჭყონიამ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წინაპირობებად განსაზღვრული 12 პუნქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ რა ვადებში მოხდება ამ რეფორმების გატარება.

“უნდა დაგიჯერონ, რომ მიდის სასამართლოს რეფორმა. ამისთვის კი, უნდა გვყავდეს სერიოზული კონსულტანტი, რომელიც იტყვის, რომ საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა და სწორი მიმართულებით მიდის მუშაობა. მოკლედ, ჩვენი მოთხოვნა <ხელისუფლებისადმი> უნდა იყოს დავალების დროში გაწერილი შესრულება და ეს უნდა იყოს შეთანხმებული ევროკავშირთან. შედეგები მათ უნდა გავუგზავნოთ.

ბუნებრივია, პოლიტიკური ნება აუცილებელია, მაგრამ ამ პირობების შესრულებას სჭირდება მცოდნე ადამიანი, პროფესიონალები, რომ შეცდომა არ დავუშვათ. ამიტომაა აუცილებელი ვადა, პიროვნებები და პროგრამები. იქ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომ უნდა იყოს კონსოლიდაცია და არ უნდა იყოს პოლარიზაცია.

პოლარიზაცია რომ არ იყოს, კეთილი ინებონ და ოპოზიციაშიც არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, ხომ არ შეიძლება ერთ პარტიაში იყოს მხოლოდ ჭკვიანი და მთელი საქართველო – შტერი?! იქაც არიან ჭკვიანები და ოდნავ მოითმინონ, ჩამოართვან ხელი <სახელისუფლებო და ოპოზიციურმა პარტიებმა> და თქვან, რომ ვმუშაობთ მხოლოდ 12 პუნქტის გარშემო,” – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იტვირთბა....