aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ივანე მაჭავარიანი: არალეგალური მევახშეობის საკითხს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ლომბარდებთან დ ა სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები მძლავრი და ეფექტურია.

„ვფიქრობ, ძალაში შესული რეგულაციები საკმაოდ ეფექტურია და მოიცავს ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე, იქნება ეს ლომბარდები თუ სხვა ტიპის ინსტიტუციები, მათაც ზღუდავს და აქცევს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესების ჩარჩოებში, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ თქვენ გულისხმობთ არალეგალურ მევახშეობას, ეს ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცავები, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

იტვირთბა....