aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“თსუ ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული, უფრო ერთიანი გამოვა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თსუ-ში არსებული ვითარებაზე ესაუბრა:

„ვფიქრობ, პირველი, რაც ჩვენ უნდა გავიაზროთ არის ის, რომ არსებობს ინტერესები და პოზიციები. შეიძლება ამ ჯგუფების პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ მათი ინტერესები არ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომელ პოზიციას მიეკუთვნებიან ისინი დღეს, ყველა სტუდენტის ინტერესია, რომ უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი, უკეთ მისცემს სტუდენტებს საშუალებას მმართველობის პროცესში ჩართვის. დარწმუნებული ვარ, რომ რადგან საერთო ინტერესები სახეზეა, რადგან არავინ არ ისახავს მიზნად რაღაც დესტრუქციულს, ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით. მეც აუცილებლად მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას, თუმცა მომხრე ვარ იმისა, რომ ასეთი დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობები პრობლემად კი არა, ჯანსაღ პროცესად მოვნათლოთ, რომელიც უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული, უფრო ერთიანი და უფრო მწყობრი ორგანიზაცია გამოვა, რომელიც აუცილებლად გვჭირდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

იტვირთბა....