aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თვითმმართველობის არჩევნებს 71 არასამათავრობო ორგანიზაცია დააკვირდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 71 ორგანიზაცია, ხვალ საარჩევნო პროცესს დააკვირდება და ანგარიშს მოამზადებს.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, წინასაარჩევნო გარემოს დღეს ერთობლივად შეაფასებენ შემდეგი არასამთვარობო ორგანიზაციები: “სამართლიანი არჩევნები”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. დღესვე სამოქალაქო სექტორი მედიაცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

„ჩვენ ვაკვირდებით პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით, რომელიც არის სტატისტიკურად გამართული მეთოდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მთელ საქართველოში არჩევნების დღეს, მიმდინარე სურათი შევაფასოთ. შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და მისი მიმდინარეობა. ყველა საუბნო კომისიაში ვიქნებით წარმოდგენილი, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ახალციხესა და მარნეულში,“ – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

იტვირთბა....