aviabiletebi
ახალი ამბები ბანკები ბიზნესი მთავარი

თემურ ჭყონია: ბიზნესი ჩუმად არაა და მან ზუსტად იცის, როდის რა თქვას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიას განცხადებით, “თიბისი ჯგუფის” ირგვლივ ყველას სურდა აზრის გამოხატვა, თუმცა პოლიტიკოსების არასწორმა მესიჯებმა ბიზნესმენებს დაუკარგეს სურვილი, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში.

როგორც მან BMG -თან საუბრისას აღნისნა, ბიზნესი ჩუმად არაა და მან ზუსტად იცის, როდის რა თქვას.

“ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვართ ისეთი ტიპები, რომლებიც ემოციებს აყვებიან და ერთ დაძახებაზე გავარდებიან ქუჩაში დროშებით. ბიზნესი არის საზოგადეობა, რომელიც ქვეყნის დოვლათს ქმნის და ამ დოვლათით არსებობს ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს და ბიზნესს მშიშრებს ეძახის. ეს არააა სწორი”-აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კერძო სექტორის მიმართ შეურაცხყოფის ტალღა წამოვიდა. ზურა ჯაფარიძე კი ბიზნესმენებს ცეხავიკებად და წითელ დირექტორებად მოიხსენიებს.

“არავინ არ იცის მამუკა ხაზარაძის ისტორია და მისი დამსახურება საქართველოს ეკონომიკაში ისე, როგორც ჩვენ. ის ახალგამომცხვარი პოლიტიკოსები, საერთოდ დაბადებულები არ იყვნენ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ჩვენ, ის თაობა ვქმნიდით საქართველოს ეკონომიკას. ამიტომ თავი დაანებონ ჩვენს შეფასებებს.

სანამ ჩვენს შეფასებას დაიწყებენ, თავისი თავის შეფასება დადონ. რა გაუკეთებიათ მათ გინდა პოლიტიკაში, გინდა ეკონომიკაში, გინდა განათლებაში”-აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა მასთან არაერთი ბიზნესმენი რეკავს და გაოცებას ვერ მალავს, რადგან ბოლო 3-4 დღეში მათ მშიშრები და ცეხავიკები შეარქვეს და ეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიუჯეტში კოლოსალური თანხები შეაქვთ.

 

იტვირთბა....