aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თელასის”აბონენეტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

“თელასის” ინფორმაციით, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ), რადიანის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა და კოკა კლდიაშვილის ქუჩებს; 11:00-დან 15:00 საათამდე – დოლაბაურის, კაჭარავას, წერნაკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, იორის და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩებს; 11:00-დან 18:00 საათამდე – გობრონიძის ქუჩას; 11:00-დან 15:00 საათამდე – გურამიშვილის გამზირს, შეშელიძის, ხევძმარის, სარაჯიშვილის, ლაზოს, წყალსადენის, შუშის და ჭედიას ქუჩებს; 12:00-დან 15:00 საათამდე – გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩებს; 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩას (ნაწილობრივ).

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....