aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავიდან დაკარგულ 57 წლის მამაკაცს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

57 წლის დავით ხოკერაშვილი სახლიდან ხუთი დღის წინ გავიდა და დღემდე უშედეგოდ ეძებენ. თელავის მაცხოვრებელი ცივის მთის მიმართულებით დაკარგული ღორის საძებნელად წავიდა. ოჯახის ინფორმაციით, მას შემდეგ მასთან ყველანაირი სახის კონტაქტი გაწყდა. დაკარგულის ძმის, ვეფხო ხოკერაშვილის თქმით, ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა.

„ ხუთი დღეა რაც მეზობლები ჩემს ძმას უშედეგოდ ეძებენ. მეც ახლა შემატყობინეს და პოლიციას მივმართე. პირუტყვის მოსაძებნად წასულა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა”,- განაცხადა ვეფხო ხოკერაშვილმა.
ოჯახის ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი 175 სანტიმეტრი სიმაღლისაა და სამხედრო ქურთუკი აცვია.

იტვირთბა....