aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თეთრიწყაროდან ვირუსის საჭვო სიმპტომების გამო ანაკლია-განმუხურის საკარანტინო  სივრცეში ორი მცირეწლოვანი – 4 და 7 წლის ბავშვბი გადაიყვანეს. კორონავირუსზე ჩატარბული ტესტის შედეგად კი მათ ინფექცია ლაბორატორიულად დაუდასტურდათ.

აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიის პრესსამსახური ადასტურებს.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან დედისა და მისი ორი შვილის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. დედის პასუხი უარყოფითია, შვილებს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....