aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“თანამშრომლობა ნებისმიერთან წარმომიდგენია”- რა ფორმით შეიძლება ვიხილოთ პოლიტიკაში გია ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” განმარტავს, რა ფორმით შეიძლება დაბრუნდეს ის პოლიტიკაში და როგორია მისი ამჟამინდელი გეგმები.

როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, მან პოლიტიკაში ერთჯერადად დაბრუნებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი წავიდა და მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა.

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის ლიდერად ირაკლი კობახიძის ყოფნა სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ ის თავს ვალდებულად თვლის, პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს.

თუმცა, რა სახით ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, რა პროექტზე იმუშავებს, ანდა ვისთან ითანამშრომლებს, ხუხაშვილის თქმით, ამ საკითხზე მას ჯერ კონკრეტული გეგმები არ გააჩნია.

“მე კონკრეტიკას არ შევეხები, მე არ მითქვამს, რომ რაღაცას განვახორციელებ, ან პოლიტიკაში ვბრუნდები. მე უბრალოდ ვთქვი, რომ შეიქმნა ისეთი მოცემულობა, როდესაც მე ის ვალდებულებები რაც მქონდა, მეხსნება და შესაბამისად, ამ საკმაოდ ფეთქებად სიტუაციაში ვალდებული ვარ, რომ პოლიტიკურ რაღაც პროცესში მონაწილეობა მივიღო. რა ფორმით და როგორ, მე ამაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, ეს იყო რეაქცია იმაზე, რაც მოხდა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით და კობახიძის მმართველი პარტიის თავმჯდომარედ წარდგენასთან დაკავშირებით. მეტი არაფერი,”- აცხადებს ხუხაშვილი.

ხოლო, კითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს პოლიტიკაში ჩართვის შემთხვევაში, ხუხაშვილის თქმით, მას თანამშრომლობა ნებისმიერთან წარმოუდგენია.

“არაფერი კონკრეტული გეგმა არა მაქვს, უბრალოდ მე ვთქვი, რომ ივანიშვილის წასვლამდე მე პოლიტიკაში არ ვიქნებოდი. ამაზე ვფიქრობ ახლა გამომდინარე იქიდან, რომ ის წავიდა და გარდა ამისა მიმაჩნია, რომ მმართველი პარტიის სათავეში ისეთი ადამიანის მოსვლა, როგორიც კობახიძეა, სახიფათოა სახელმწიფოებრივად.

რაც შეეხება თანამშრომლობას, ნებისმიერთან წარმომიდგენია, თანამშრომლობის პრობლემას ვერავისთან ვხედავ, მე გადავდგამ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩავთვლი, რომ ეფექტური იქნება, ჯერჯერობით მე კონკრეტული არაფერი არა მაქვს, ასე, რომ სათქმელიც არაფერი არა მაქვს. შემოთავაზება ბევრისგან ყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ, ჯერჯერობით მე არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია,”- განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან.”

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....