aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თანამშრომელი, რომელმაც ძაღლს სცემა, სამსახურიდან გათავისუფლებულია (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

დაცვის კომპანია ალგანის დაცვისა და ტექნიკური აღჭურვილობის სამსახურის უფროსმა როლანდ მინაძემ სააგენტო On.ge-ს განუცხადა, მათი თანამშრომელი, რომელმაც 5 ნოემბერს ძაღლს ჯოხით სცემა, სამსახურიდან გათავისუფლებულია. მინაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სამართალდამცავთა მიერ საქმეზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება.

შეგახსენებთ, ანა აბაკელიამ ფეისბუკზე 5 ნოემბერს ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანს, მამაკაცი ჯოხით როგორ სცემს მაღაზიის შესასვლელში მოკალათებულ უპატრონო ძაღლს.

იტვირთბა....