aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

თამარ ივერი: “არ მეგულება დირიჟორი, ვინც კარმენს თვითპიარის საშუალებად აქცევდეს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართველი მსოფლიო დონის სოპრანო თამარ ივერი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით კინწურაშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. ივერი კინწურაშვილს  თვითპიარსა და ოპერის არადანიშნულებისამებრ გამოყენებაში ადანაშაულებს. თამარ ივერის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემს შესანიშნავ და საყვარელ მეცოსოპრანო კოლეგებს დიდ ბოდიშს მოვუხდი მაგრამ მსოფლიოში არ მეგულება არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე, სერიოზული ავტორიტეტის მქონე დირიჟორი ვინც ოპერის აფიშას და კერძოდ ჟორჟ ბიზეს “კარმენი”სას, ასე თვითპიარის საშუალებად აქცევდეს!! ხაზს ვუსვამ, მსოფლიო თეატრების ერთადერთი აპრობირებული წესია გარკვეული ოპერის აფიშაზე უშუალოდ, სპექტაკლის გმირების სურათის ან სპექტაკლის შინაარსიდან გამომდინარე რაიმე მიმანიშნებელი სიმბოლოს გამოსახვა. დირიჟორის ასე წინა პლანზე, სტუდიური ფოტოსურათით და შეგრძნებით, თითქოს ზურგსუკან მდგომი ქალბატონები მისი ჰარამხანის ლამაზმანები არიან…ყოვლად მიუღებელი, ყვითელი, ნაწარმოებისადმი შეურაცხმყოფელი და უგემოვნოდ თვითპიარზე მორგებული ჟესტია თეატრის იაფ პიარდახარბებული ხელმძღვანელის მხრიდან. ასევე ჟორჟ ბიზეს სახელი და გვარი ერთი ციდა, ძლივს შესამჩნევი შრიფტით და მისი სახელი და გვარი სრულიად დომინირებულ პოზიციაზე. ასეთ აფიშას, ევროპის თეატრების ფანები იმ დღესვე კვერცხებით და პომიდვრებით გაუმასპინძლდებოდნენ , იქაური კულტურის სამინისტროდან კი პასუხს მოსთხოვდნენ, თეატრის დირექტორს თვითპიარში დაადანაშაულებდნენ და აფიშას მაქსიმუმ 1 საათში გააქრობინებდნენ თეატრის ფასადიდან. ცნობილია რომ დირიჟორი რაც უფრო დიდი და კალიბრიანია, მით უფრო გაურბის მსგავს იაფფასიან ტრიუკებს და ის მოკრძალებით და დიდი პროფესიონალიზმით იმკის ხალხის სიყვარულს. აბა დავფიქრდეთ, ვინ იკადრებდა მსგავს აქციას ჰერბერტ ფონ კარაიანი?რიკარდო მუტი? ჯეიმს ლევაინი? კლაუდიო აბადო? თუნდაც ვალერი გერგიევი თუ ფაბიო ლუიზი? დონ ხოზეს ადგილის დაკავება აფიშაზე მინიმუმ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ისევე,როგორც ბატონის დავითის სრულიად უგმოვნო და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება ერთ საღამოს, ერთმანეთის მიყოლებით, დიდი მოცარტის შედევრ რექვიემის-ეკა ჭაბაშვილის რექვიემთან “მიბმა” თუ “შებმა” და მათი ერთად შესრულება. აღნიშნული კომპოზიტორის პიროვნებისადმი არანაირი პრეტენზია არ მაქვს მაგრამ ეგ იგივეა, ჩემთვის რომ შეეთავაზებინათ მარია კალასის და თქვენი შემომედებითი საღამოს ერთად გაკეთება გვსურს და რას იტყოდითო? შე კი ადამიანო, რაც არ უნდა რა კარგი კომპოზიტორი იყო ხომ უნდა ხვდებოდე ხელოვნების რაღაც უხილავ, დაუწერელ კანონებს რომ თავად შენივე მუსიკა არ დაამცირო და იგი მოცარტის და ბეთჰოვენის შემდგომ არ შეასრულებინო, რითიც უეჭველი იცი რომ 1.000000-0.00 ანგარიშით “წააგებ”. რომელი ზემოდ აღნიშნული სერიოზული დირიჟორი მიართმევდა პუბლიკას მსგავს არასერიოზულ პროდუქტს, რაზეც ქალაქის მთელი მუსიკალური სამყარო იცინოდა?…დასკვნა თქვნთვის მომინდვია. რაც შეეხება პროექტ “სამოსელი პირველს” უდიდეს პატივს ვცემ ბატონ გურამ დოჩანაშვილს, ზაზა მარჯანიშვილს და ლაშა ონიანს. მათი შემოქმედების ფანი ვარ მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ დადგმას ოპერის თეატრთან და მის შენობასთან არანაირი კავშირში აქვს?, ის ოპერის დასისთვის სრულიად არასარეპერტუარო სპექტაკლი და აბოლუტურად სხვა ჟანრია და უფრო მართებული ინებოდა იგი ნებისმიერ სხვა დარბაზში გაკეთებულიყო და ამაზე ოპერის თეატრის შენობა, მისი დასი არ მოცდენილიყო. ისინი ძალიან მიყვარან და იმედია არ მიწყენენ ჩემს სუბიექტურ აზრს.

1

რას ვიზამთ…დრო გადის და მსოფლიო სოპერო ხელოვნების უმდიდრესი საგანძურის არსებობის მიუხედავად, ასეთ მისთვის “უტილნედლეულ” პროექტებში ღაფავს სულს ეს მსოფლიო პოტენციის მქონე თბილისის საოპერო თეატრი!!!

P.S. ამ ყველაფერს მართლაც რომ სრულიად ობიექტური გადასახედიდან ვწერ და ჩემი სტატუსებით ლამისაა ქართული საოპერო სამყაროს “ნადია სავჩენკოდ”ვიქეცი. თუმცა ნამვილად მშვენივრად ვიცი და დაგეთანხმებით იმაში რომ ჩემი ადგილი სცენაზეა და სიმღერის დროს უფრო ყველასთვის საყვარელი, “თეთრი და ფუმფულა” არსება ვხდები.“ – წერს თამარ ივერი.

შეგახსნებეთ, რომ დავით კინწურაშვილი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად 2014 წლიდან დაინიშნა.

კინწურაშვილის პროფესიული ბიოგრაფია მოიცავს შემდეგ ფაქტებს:

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დავით კინწურაშვილმა სწავლა სრულიყო გერმანიაში (მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში) და მას საორკესტრო დირიჟორის დიპლომი მიენიჭა. მოგვიანებით, საორკესტრო დირიჟორის მაგისტრის ხარისხი მიიღო დიდი მაესტროს ბრუნო ვაილის კლასში, რომლის კურსდამთავრებულებს კარაიანის მუსიკალურ შვილიშვილებს უწოდებენ.

2011 წელს დავით კინწურაშვილმა ლატვიის კულტურის აკადემიაში საერთაშორისო კულტურისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტზე მაგისტრატურა დაამთავრა, პარალელურად სწავლობდა ჰამბურგში (გერმანია) მუსიკისა და თეატრის უმაღლეს აკადემიაში საორკესტრო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, სადაც ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი.

დავით კინწურაშვილმა სადირიჟორო მასტერკლასები მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან, კურტ მაზურთან, დუგლას ბოსტოკისთან, კრისტოფ პრიკისთან გაიარა.

მაესტრო 2006 წლიდან აქტიურ სადირიჟორო მოღვაწეობას ეწევა, თანამშრომლობს მიუნხენის სიმფონიურ, ინგოლშტადტის კამერულ, ესენის საოპერო თეატრის, მიუნხენის ფილარმონიის ახალგაზრდულ, ბავარიის ფილარმონიის კამერულ, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი აკადემიის, ტაფელ მიუზიკ ბაროკოს (კანადა), ბადრაიჰენ ჰალის ფილარმონიულ, აარგაუს ფილარმონიულ (შვეიცარია), ვენის სიმფონიურ (ავსტრია), ჰამბურგის სიმფონიურ ორკესტრებთან; უდირიჟორა საქართველოს სინფონიეტას, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორკესტრს და სხვ.

42_n

2005-2014 წლებში აქტიურად მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (ჯუზეპე ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „ბალ-მასკარადი“, „ნაბუკო“,  „რიგოლეტო“, გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „მითრიდატე, პონტოს მეფე“).

2010-2014 წლებში დავით კინწურაშვილი ელიზაბეტ გასტის ხელოვნების ფონდის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო (მიუნხენი).

2013 წლიდან იგი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის მენეჯმენტის ფაკულტეტზე, „მენეჯმენტის ძირითადი საკითხებისა“ და „მუსიკის მენეჯმენტის“ სალექციო კურსებს უძღვება.

 

 

იტვირთბა....